თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ანა დოლიძე მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.
როგორც ცნობილია, ანა დოლიძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრად წარუდგინა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ დოლიძის კანდიდატურა ჩააგდო. დოლიძესთან ერთად პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ასევე მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს.
კომენტარები