ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ერთ-ერთი არგუმენტი იმისათვის რომ სამხედრო სამსახური იყოს სავალდებულო: ჯარში ერთად მსახურობენ საქართველოს მოქალაქეები: ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი, რუსი, უკრაინელი, აფხაზი, ოსი…… აქ ყველაზე კარგად ხდება ერთი ქვეყნის მოქალაქეობის შეგრძნება და გათავისება და ეს მნიშვნელოვანად მიმაჩნია, ჩვენ საკუთარ მოსახლეობას – ეთნიკურ უმცირესობებს ქართულ ენასაც ვერ ვასწვალით ნორმალურად, ჯარში ამის “ვალდებუებაც” მოდის – გინდა არ გინდა სალაპარაკოდ მაინც სწავლობ. ინტეგრირება ხდება- განსაკუთრებით მჭიდრო ეთნიკური დასახლებებიდან გამოსული მოქალაქეების…. აღარ ვლაპარაკობ ჩვენნაირი ქვეყნისათვის ჯარის საჭიროებაზე. კი მესმის დღეს ეს ასეთ ღრიბი ქვეყნისათვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, არც იმაზე რომ გაწვრთნა და გაზარდო ჯარისკაცი ერთი წელი საკმარისი არ არის. მით უფრო ჯარი დღეს არ არის მარტო ავტომატი და ტანი და ეს ახალი ტექნოლოგიების ხანაა…ეს მოკლე ჩამონათვალია, რომ გავყვე არგუმენტი ბვერია… ერთი სიტყვით მიმაჩნია რომ სავალდებულო სამსახური უნდა იყოს”.