საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად, 29-30 ივნისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად, 29 ივნისს ბერლინს ეწვევა.
იგი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან. ამის გარდა, გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდერატის პრეზიდენტებთან. საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.
გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში ვიზიტის დროს ანგელა მერკელს შეხვდება
2016/06/28 15:12:16
კომენტარები
ნანახია: 1490 ჯერ