„რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის 22 „ჯიპის” ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანაა გათვალისწინებული.
დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის, მათ შორის არის რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები და მოგეხსენებათ, რომ ავტოპარკის განახლება, მართლაც, მნიშვნელოვანი კომპონენტია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
“რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა“
2018/03/27 12:48:45
ნანახია: 947 ჯერ