დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გადაცემა “არჩევანში” სტმრობისას GFK კვლევის შედეგები გააკრიტიკა და “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს “გავროში” უწოდა.
„რამდენიმე დღით ადრე ძებნილმა გუბერნატორმა, სააკაშვილმა, გამოცხადა, რომ გამოქვეყნდებობდა ეს კვლევები და მანამდე გამოჩნდა რაღაც ახალი “გავროში”, ახალი რევოლუციის მებაირახტე თქვენი გენერალური დირექტორის სახით, რომელიც იმუქრებოდა ამბოხებით, ლაპარაკობდა გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით მონიჭებულ ამბოხების უფლებაზე. ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ ამ მიზანს, რომ შექმნან ვითომ ლეგიტიმური საფუძველი გარკვეული არეულობისთვის იმიტომ, რომ კარად იციან, რომ არჩევნებს წააგებს სასტიკად ნაციონალური მოძრაობა. დაუძველდა ეს მეთოდები უკვენაციონალურ მოძრაობას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომენტარები