საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2016 წლის 28 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი და დაშავდა 150-მდე ადამიანი.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ამ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები