გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი ინიციატივით გამოდის, საქართველო და სომხეთი „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანონ, რათა თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებების დამუშავების პროცესი დაჩქარდეს, ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, შტეფან მეიერმა განაცხადა, საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მაღალია, თუმცა დადებით გადაწყვეტილებას მათგან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იღებს.
„საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარება სავსებით მისაღებად მიმაჩნია, მით უმეტეს, რომ საქართველოს მთავრობა ამას უპირობოდ უჭერს მხარს“, – აღნიშნა მეიერმა.
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მონაცემებით, 2017 წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 3462-მა, ხოლო სომხეთის 3857 მოქალაქემ მოითხოვა.
გერმანიის შს მინისტრი ინიციატივით გამოდის, საქართველო და სომხეთი “უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეიყვანონ
2018/04/09 16:40:06

ნანახია: 1014 ჯერ