„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანიის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას აქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა პარტიას ერთად.
„ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ 50%-ზე მეტის მიღებას. 35% ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს”, – განაცხადა კობახიძემ.
”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირწმუნება, რომ არჩევნებში ”ნაციონალურ მოძრაობას” ”დიდი უპირატესობით” მოუგებს.
”საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებით, ჩვენ 2,5-ჯერ ვუსწრებდით ”ნაციონალურ მოძრაობას”.
დაახლოებით იგივე და შეიძლება ოდნავ მაღალი შედეგიც კი დაიდება ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენი ამბიცია არის კიდევ უფრო მეტი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავზარდოთ მოსახლეობის მხარდაჭერა… ჩვენ აუცილებლად ძალიან დიდი უპირატესობით მოვუგებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას”, – აღნიშნა კობახიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს.