„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 70% ევროკავშირში გაწევრიანებს უჭერს მხარს.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას? გამოკითხულთა 70% უჭერს, უფრო კი, ვიდრე არა – 9%;უფრო არა, ვიდრე კი – 3%; არა – 15%; არ ვიცი- 2%; უარი პასუხზე-0%.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% ნატო-ში გაწერვიანების მხარდამჭერია.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს – ნატო-ში გაწევრიანებას? დადებითი პასუხი 64%-მა გამოკითხულმა გასცა, უფრო კი, ვიდრე არა – 9%; უფრო არა, ვიდრე კი – 4%; არა-19%; არ ვიცი – 3%; უარი პასუხზე – 0%.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 500 ადამიანი.
კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში.