თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე დაახლოებით, ორი თვით ადრე დაასახელებს, – ამის შესახებ კალაძემ ჟურნალიატებს განუცხადა.
მისივე თქმით, გუნდში კანდიდატზე მსჯელობა მიმდინარეობს.
“საპრეზიდენტო არჩევნები არის ოქტომბერში. ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა კანდიდატის დასახელება. გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, კანდიდატის შერჩევა. თვე-ნახევრით -ორი თვით ადრე იქნება დასახელებული კანდიდატი ჩვენ მიერ”, – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები