“ჩვენი პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, რომელმაც თავისუფლება საერთო ძალისხმევით მოიპოვა, მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მეხუთე ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. „ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ქვეყნის განვითარებაში გარდამტეხი ცვლილება შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და ყრილობაში მონაწილეობის მიღებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც უსამართლო რეჟიმს არ შეეგუა და ჩვენთან ერთად, საერთო ძალისხმევით, ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება მოიპოვა“, – განაცხადა ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.