ფეხი მოჭრეს, გუშინ, 21 წლის გოგოს, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. ბარძაყში იკეთებდა, თურმე, ნარკოტიკს.
არ იყო ეს ნარკოტიკი სასიკვდილო.
კიდევ რამდენიმე დღე თუ არ მივიდოდა ექიმთან – მოკვდებოდა – მაგრამ, არა ნარკოტიკით – განგრენით.
მეგობრებს ურეკვდა გამწარებული – ხომ მეუბნებოდით, რომ ბარძაყზე გაკეთება უსაფრთხოა, რატომ დამღუპეთ, ფეხს მაჭრიან, მოდითო.
ამ გოგოს უთხარით, მიდით, რომ ყველა ნარკოტიკი არ არის საშიში, რომ მხოლოდ ის უნდა გაიკეთოს – რომელიც არ კლავს.
ამ გოგოს აუხსენით, რომ ბერლინის კლუბშიც იკეთებენ ნარკოტიკს და ბერლინშიც აჭრიან ფეხს ან ხელს ახალგაზრდებს – იქნება და უკეთ იგრძნოს თავი.
პ.ს. კლუბში ვინც პოლიტიკაზე, ჰაერის დაბინძურებაზე, ხეების მოჭრაზე და სხვა პროგრესულ საკითხებზე სასაუბროდ დადიხართ პროგრესულად, ერთი კითხვა მაქვს: კლუბის მუსიკას ხელს ხომ არ უშლით? ხომ არ გადაფარეთ ელექტრონული მუსიკა?
თამო კეშელავა