საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩატაევი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან იღებდა დავალებებს.
„დღეს მოვისმინე ბევრი ტყუილი. სააკაშვილი როგორც ჩანს ფორმაშია და ტყუილების მორიგ სერიალს გვთავაზობს.
ის, რასაც მე ვიტყვი იქნება სკანდალური ინფორმაცია და სააკაშვილს ბუმერანგივით შემოუბრუნდება ეს ყველაფერი.”- განაცხადა სესიაშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერში.
სესიაშვილის თქმით, ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო.
„ვინ იყო ახმედ ჩატაევი? პირდაპირ გეუბნებით, ჩატაევი იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის საშუალებით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და შესაბამისი ოპერატიული დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა. მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს და ის მუშაობდა სააკაშვილზე.
როგორ გახდა ბატონი ჩატაევი ჩვენი ქვეყნის უშიშროების აგენტი? თქვენ იცით, რომ ჩატაევი უკრაინაში დააკავეს. ლორთქიფანიძე საუბრობდა ამ თემაზე და მაშინ საქართველოს ხელიუსუფლებამ ჩათვალა რა საჭიროდ ამ პირის გამოყენება პირადი მიზნებისთვის, მას უცებ შეუკერეს საქართველოში საქმე და დააბრალეს, რომ თითქოს ვიღაცა ადამიანი მოკლა საქართველოში, როდესაც შესაბამისი დოკუმენტებით მტკიცდებოდა, რომ ის საქართველოში მანამდე არასდროს არ ყოფილა.
ჩამოიყანეს უმოკლეს ვადებში, სულ რაღაც საათებში, მოუხსენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ამ გზით გახდა საქართველოს უშიშროების აგენტი, იღებდა დავალებებს.”- განაცხადა სეისაშვილმა.