„ის ენაბლუ მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, მე კი დღეს ორი გვამი არ მყოფნის, გაცილებით მეტი გვამი მჭირდება და ყველა გვამი უნდა იყოს ნაციონალის“, – ასე ეხმაურება პოეტი რეზო ამაშუკელი სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტის.
როგორც ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, სულხან მოლაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელი სიკვდილით მოკლა“.
„სულხან მოლაშვილის სიკვდილი მთელ საქართველოს უნდა მივუსამძიმროთ, ეს ლომივით ბიჭი ნაძირალა სააკაშვილის ხროვამ ნელი სიკვდილით მოკლა! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – მკვლელების მიმართ ლოიალობა და ეს ამაზრზენი კოჰაბატაცია, რომელსაც მე პოლიტიკური წაწლობა დავარქვი, არა მარტო ამ ხელისუფლებას, არამედ საქართველოსაც დაღუპავს და საბოლოოდ გადაჩეხავს!“ – აცხადებს პოეტი.
ამავე ინტერვიუში რეზო ამაშუკელი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წარსულს იხსენებს.
„სულხან მოლაშვილი იყო უგანათლებულესი და უწესიერესი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ჯერ კიდევ მესამე კურსზე სწავლობდა, როცა უზენაესმა სასამართლომ თვალი დაადგა, როგორც მომავალ გამოჩენილ იურისტს. სულხანს ჰქონდა სერიოზული მასალები, რომელიც ამ გათახსირებულ სააკაშვილს არაერთ დანაშაულში ამხელდა და მოლაშვილი სწორედ მისი პირადი ბრძანებით დაიჭირეს და აწამეს! რამდენი ხანია, ხმის ჩახლეჩვამდე ვყვირი – დააპატიმრეთ გიგა ბოკერია! ეგ მაძღარი პითონი, იმ ვირთხა ადეიშვილთან და თვალებჩასისხლიანებულ ვალერი გრიგალაშვილთან ერთად, პირდაპირ მონაწილეობდა სულხანის წამებაში! პირდაპირ ვაცხადებ – თუ ამ ხელისუფლებას თავმოყვარეობის ნატამალი მაინც შერჩენია, დღესვე უნდა შეაგდოს ციხეში გიგა ბოკერია!“ – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
“ის ენაბლუ მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, მე კი დღეს ორი გვამი არ მყოფნის, გაცილებით მეტი გვამი მჭირდება და ყველა გვამი უნდა იყოს ნაციონალის”
2016/07/04 20:56:26
კომენტარები
ნანახია: 2188 ჯერ