პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ასახავს.
“ეს ის ვიდეოა, რომელზეც ნაცებმა ერთი ამბავი ატეხეს, საჯარო მოხელეები და ოცნების აქტივისტები დავალებით ავრცელებენო ამ ვიდეოში რაც ვნახე:
1. არ არის რომელიმე პარტიის რეკლამა, მითუმეტეს საარჩევნო კამპანია დაწყებული არ არის!
2. სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება დაცული არის საქართველოს კონსტიტუციით! ამიტომ ყველას შეუძლია მისივე პოზიციის დაფიქსირება!
3. აღბეჭდილია ის დანაშაულებები, რომლებიც დამტკიცებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით და რაც მთავარია ამ დანაშაულებების ორგანიზატორები ციხეში სასჯელს იხდიან!
PS მხოლოდ მიშა სააკაშვილია ძებნაში, დანარჩენები…? ახალაია, მერაბიშვილი და ზონდერები ციხის საკნის “პარაშას” ხეხავენ!
მეგობრებო..! აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ეს ვიდეო დადოს საკუთარ გვერდზე ან გააზიაროს! არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსით სარგებლობს! ნაცებო ინერვიულეთ? კარგია ძლოკვებო!
ყველა საქართველოს მოქალაქეს გთხოვთ ეს ვიდეო დადოთ ან გააზიაროთ!
ამოვწურე მიშას შვილებო? ტყუილად ნუ შეზღუდავთ ვინმეს! აზრის გამოთქმის უფლება ყველას შეუძლია! საჯარო მოხელეს, რელიგიურ მიმდევარს და ნებისმიერ მოქალაქეს! ყველამ გააზიარეთ ეს ვიდეო” – წერს სამხარაძე ფეისბუქში.