თბილისში დღეს დაგეგმილ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები და მოქალაქეები მიემგზავრებიან.
მათი თქმით, დღევანდელი აქცია პოლიტიკური არ არის და ისინი სოლიდარობას ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახებს უცხადებენ.
„უბრალო მოქალაქეც ვარ და დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერიც, თუმცა, პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. არ დაადგა საშველი, თვეები იწანწალა და გზა ვერ მონახა, ამიტომაც დაპატიჟა პოლიტიკოსები, ამაში რა არის გასაკვირი?! ერთი თვეც რომ იყოს საჭირო, გვერდით დავუდგებით“, – აღნიშნა გულნაზი ქობალიამ.
აქციას უერთდება გარდაცვლილი საბა ჩახაიას ბებია, რომელიც შვილიშვილის გარდაცვლაებაში ექიმებს ადანაშაულებს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სრულ მხარდაჭერას უცხადებს შვილმკვდარ მამას, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს.
„მხარში ვუდგავარ ზაზა სარალიძეს, შვილმკვდარ მამას. მე ვიცი, რომ ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ კიდევ არიან ასეთი გაჭირვებული ბავშვები და ხვალ რომ მათაც იგივე არ დაემართოთ, ამიტომ მივდივარ დღეს იქ“, – აღნიშნა ვალიტა ხურცილავამ.
ინტერპრესნიუსი