თელავის რეფერალური საავადმყოფო გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულმა ყველა პაციენტმა დატოვა.
ამასთან, ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოზარდი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაშია გადაყვანილი, სამი არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში, ხოლო ოთხი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს.
გომბორზე 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ.
კომენტარები