საქართველოში Starbucks-ის ბრენდი შემოდის. ცნობილი ბრენდის ოპერირებას საქართველოში თურქული კომპანია Shaya Turkey განახორციელებს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.
Shaya Turkey 2002 წელს დაარსდა და მისი სათაო ოფისი ქუვეითში მდებარეობს. jobs.ge-ზე უკვე გამოქვეყნდა ვაკანსია, რომლის თანახმადაც კომპანია საქართველოში რეგიონულ მენეჯერს ეძებს.
კომპანია თურქეთში ისეთი ცნობილი ბრენდების ფრენჩაიზის მფლობელია, როგორიცაა “ვიქტორია სეკრეტი” და სხვა.
Starbucks-ის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია გასული წლის მარტშიც გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ეს ცნობა არ დაადასტურა.
კომენტარები