“ნუ შეგეშინდებათ მათი!” – ამ სიტყვებით მიმართავს უცხოეთში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ ხელისუფლების აღსასრული ძალიან ახლოა.
„ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირს გახარიას და სუსის 100 კაცს,რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს.
ნუ შეგეშინდებათ მათი!
მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა.!
მათი აღსასრული ძალიან ახლოა!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები