პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი.
“ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი გუნდის მიერ, დარწმუნებული ვარ, მოემსახურება ზოგადად, ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას. ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არაფერია ცნობილი, თუმცა სამომავლოდ ყველა ცვლილება მოემსახურება იმას, რომ გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კილაძემ.
კომენტარები