მამუკა ბახტაძე არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბახტაძე არის გამორჩეული ლიდერი.
„ის არ ერიდება თამამ რეფორმებს, პირველად დასვა საკითხი ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ის არ ერიდება ფინანსურ სექტორში უსამართლობის აღმოფხვრას. ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ის არის რეფორმატორი. ის არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს და გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ თქმულა. მდინარაძის განმარტებით, ბახტაძე გუნდთან ერთად იმსჯელებს ამ საკითხზე.
კომენტარები