მამუკა ბახტაძე არის სოლიდური, არ არის გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში და ეს უდაოდ პლიუსია მისთვის, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილ მამუკა ბახტაძეს.
„მე ვფიქრობ, ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა. თუ ბოლო პერიოდში დავაკვირდებით მის ინიციატივებს, ბახტაძე საკმაოდ რეფორმატორად მოგვევლინა მისი არც თუ ისე დიდი ხნის მინისტრობის პერიოდში, იგივე ბიზნესმენებთან ურთიერთობის ან საგადასახადო კუთხით. მე ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა მაინც სოლიდარული პასუხისმგებლობის ჰორიზონტალური სისტემაა, უნდა დაველოდოთ როგორ მინისტრთა კაბინეტს შემოგვთავაზებს. მე ბახტაძეს ვიცნობ, ის არის სოლიდური, არ არსი გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში და ეს უდაოდ პლიუსია მისთვის. რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. მე ვფიქრობ, ეს იყო იმ მოცემულობიდან, სადაც ვცხოვრობთ, საუკეთესო გადაწყვეტილება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.