ბატონი მამუკას ინიციატივა იყო მცირე მთავრობა. ეს კარგად მესმის, რადგან ჩვენ გვჭირდება მოქნილობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ფორმირების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკრეტულ ინიციატივებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.
“მიმდინარეობს მსჯელობა. ბატონი მამუკას ინიციატივა იყო მცირე მთავრობა. ეს კარგად მესმის, რადგან ჩვენ გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუ როგორ მოხდება გადანაწილება, რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება, რა ფორმით ფორმირდება, უახლოეს დღეებში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე – თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით
2018/06/18 13:08:38
ნანახია: 755 ჯერ