თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, შესაძლოა, ბენზინგასამართი სადგურები აიღონ.
„გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ ჩამოსასვლელთან პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს ბენზინგასამართი სადგურები ზღუდავს ავტომობილების გადაადგილებას. პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება. დანარჩენ ადგილებზე კვლევაა საჭირო”, – განაცხადაკახა კალაძემ.
კომენტარები