ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სასტუმრო „მერკურის“ კერძო დაცვის თანამშრომელს არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავი ქვით გაუტეხეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები