ცნობილი ციტოლოგი და მსახიობი დალი თუშიშვილი გარდაიცვალა.
როგორც “პრაიმამბებს” მისმა ახლობელმა განუცხადა, დალი თუშიშვილს თავდაპირველად ენტეროვირუსი დაემართა, სამი დღის წინ კი ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.
დალი თუშიშვილი, მოზარდობისა და ახალგაზრდობის წლებში არა ერთ ცნობილ ფილმშია გადაღებული, ზოგან მთავარ, ზოგან კი – ეპიზოდურ როლში, თუმცა, ყველა მათგანში ქართული კინემატოგრაფიის ვარსკვლავებისა და საყვარელი მსახიობების გარემოცვაში იყო.
ის გასული საუკუნის თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი გოგონა იყო. მას კარგი კინოკარიერა ელოდა და შეთავაზებაც ბევრი ჰქონდა, თუმცა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ყველაფერზე უარის თქმამ მოუწია, რადგან ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა და პროფესიაც, მშობლების რჩევით, რადიკალურად განსხვავებულ სფეროში აირჩია…
კომენტარები