მსახიობმა ენდი ძიძავამ ნანუკას შოუში ნიკო კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“ნიკოზე იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა, რაც საზოგადოებამ უწოდა – მომავლის ბიჭი. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომ ეს იყო ის ბიჭი, რომელსაც სამაგალითოდ ვუყენებდი მის თანატოლებს. ნიკო ჩემთვის არის ცნობილი მეზღაპრის გმირი. დამწყები ახალგაზრდა ჯადოქარი ბიჭუნა. ჯადოქარია ნიკო, რომელმაც შეძლო, ყველა მენტალობის ადამიანი ამ დღეებში ერთ აზრზზე დააყენა” – განაცხადა მსახიობმა.
ენდი ძიძავამ გადაცემაში საუბრისას თქვა, რომ ნიკოს ჩაცხრილვის კადრებს ვერ უყურა, თუმცა მისი ქალიშვილის ნიას შეცხადებამ ბარნოვი შეძრა.
“მე ვერ ვუყურე კადრებს, ჩემმა შვილმა უყურა და იმ დღეს მგონი ნახევარმა ბარნოვმა გაიგონა მისი შეცხადება, იმდენად ცუდად გახდა ბავშვი. დედა ვარ და საკუთარი თავი ვერ გავიმეტე იმ კადრებისთვის” – თქვა მსახიობმა.
ენდი ძიძავას ქალიშვილის მამაც კრიმინალური ავტორიტეტია.
“ჩემმა შვილმა მეშვიდე კლასში გაიგო რას საქმიანობდა მისი მამა. მანამდე იძულებული ვიყავი მომეტყუებინა, ვეუბნებოდი რომ ბიზნესმენი იყო. პირველად მასწავლებლისგან გაიგო ვინ იყო მამამისი. ექსკურსიაზე მარტო გავუშვი და იქ იკითხა, მასწავლებელმა: ბავშვებო ვინ არის აქ კანონიერი ქურდის შვილი?”