ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ჯილდოს მინიჭება ცინიზმია, რადგან რეჟიმი, რომელიც 2012 წელს დასრულდა, აგებული იყო თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„როდესაც ამ სფეროში აძლევენ ადამიანს ჯილდოს, სულ მცირე ალბათ საკითხს არ იცნობენ კარგად“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.
კომენტარები