შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული რამაზ მ. ნარკოდანაშაულისთვის ხობში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ამოიღეს.
მათივე ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებით, რამაზ მ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
”გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები