ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურაში მთავარ “ეჭვმიტანილს” შეხვდა“, – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პირი, რომელიც სტაფილოსფერი ფეხსაცმელით ეროსი კიწმარიშვილის სახლის მახლობლად გამოჩნდა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცველებთან თავად გამოცხადდა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ უცნობ მამაკაცს შესაძლოა, ეროსის გარდაცვალებასთან რაიმე სახის კავშირი ჰქონოდა. სტატიის თანახმად, იგი დაცვის პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა და მისი გამოცხადებისთანავე პროკურატურაში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილსაც დაუძახეს.
„მე ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, თუმცა ვიცი, რომ ზურას დაუძახეს პროკურატურაში და ეს შეხვედრა შედგა. ეს კაცი დაცვის თანამშრომელი აღმოჩნდა“,-აღნიშნული ფაქტი „პრაიმტაიმს“ ადვოკატმაც დაუდასტურა.
“ეროსი კიწმარიშვილის ძმა პროკურატურაში მთავარ “ეჭვმიტანილს” შეხვდა“
2016/07/11 14:22:24
ნანახია: 2781 ჯერ