თრუსოს ხეობიდან გაუჩინარებულ 5 ახალგაზრდა ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გუშინ დღის მეორე ნახევარში გაიმართა. ერგნეთთან მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
დაკავებულები იყვნენ 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი.
ოკუპანტების მიერ გატაცებული კიდევ 1 პირი გუშინ საღამოს გაათავისუფლეს. გიორგი ხარაზიშვილის თქმით, ცხინვალში ის თრუსოს ხეობიდან გაუჩინარებულ მოლაშქრეებს შეხვდა.
კომენტარები