მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სავაჭრო ფართი და კაფე დაიწვა. ხანძრის სწრაფ გავრცელებას საბურავების მაღაზიაში გაჩენილმა ცეცხლის კერამ შეუწყო ხელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ. მ. ფართი. ხანძრის შედეგად, მსუბუქი დაზიანება მიიღო 57 წლის მამაკაცმა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა დახმარება. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩება მარნეულის სახანძრო ეკიპაჟი.
კომენტარები