თბილისში, ფონიჭალაში, ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ქმარმა ყელის არეში, ცივი იარაღით დაჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
კომენტარები