ვიეტნამის დედაქალაქში მუსიკალურ ფესტივალზე Vietnam Electronic Weekend ნარკოტიკების ზედოზირებით 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ VnExpress International-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ზედოზირების სიმპტომებით საავადმყოფოში გაცილებით ბევრი ადამიანი გადაიყვანეს, თუმცა პოლიცია მათ ზუსტ რიცხვს არ ასახელებს.
Vietnam Electronic Weekend ვიეტნამში უმსხვილესი მუსიკალური ფესტივალია. ინციდენტის დღეს ღონისძიებას 5 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.
კომენტარები