ერთიც და მეორეც კაგებე-ს სამჭედლოში გაზრდილები არიან – ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამბსონები დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახიან, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მიხელ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და მეტი არაფრისთვის, სხვა არანაირი ფუნქცია სააკაშვილს დღეს არ გააჩნია გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ჩვენ ამას ვუყურებდით უკრაინაში და ახლა ცდილობს, ეს გააკეთოს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის ხელით. ერთიც და მეორეც კაგებე-ს სამჭედლოში გაზრდილები არიან. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემია და კიევის დიპლომატიური აკადემია იყო უშიშროების სამჭედლო, კაგებე-ს სამჭედლო, იქ არავინ სხვა, გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, არ სწავლობდნენ.
გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ. ვაშაძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და რუსთის მოქალაქე იყო, დღეს კი, მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახის სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანას წაართვეს თვითმყოფადობა, წაართვეს დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ახადეს ნამუსი, სისხლში ჩაახშეს ქვეყანა და მისი ნათესავები. ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამბსონები დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახიან.
ევგენი შკლიაროვი, რომელიც არის პიარჯგუფის ხელმძღვანელი, დღეს საქართველოში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს. მათ ძალიან კარგად იციან კაგებე-ს და ჰიტლერის დროინდელი მეთოდები, როდესაც მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის, რასაც შენ თვითონ ჩადიხარ. ვთქვათ, აირჩიეს კიკა საქართველოს პრეზიდენტად, როგორც მაგათ უნდათ და რა მოხდება, რა უფლებები აქვს იმ საქართველოს პრეზიდენტს? რა უნდა გააკეთოს? მთავრობას ამტკიცებს? საპარლამენტო უმრავლესობაზე მეტი ძალა აქვთ? ან რა უნდა გააკეთოს? ეს ხომ ტყუილია ყველაფერი, ეს ხომ სიცრუეა, რომლითაც კვებავენ ამ საზოგადოებას კამერების მეშვეობით. ყოველდღიურად მოედინება დიდი მასშტაბის სიცრუე. გაჩერდით, ხალხო, დაფიქრდით, წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველა ჩვენგანს ეხება.
ეს არის რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, საქართველოში ააყირაოს ვითარება, რადგან ხედავს, რომ ასეთი სწრაფვა, ასეთი ახლოს ყოფნა ნატო-სთან, როგორც დღეს არის, საქართველოს არასოდეს ჰქონია”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.