სახეზეა არა დასაბუთებული ვარაუდი, არამედ ფაქტები იმისა, რომ გურამ რჩეულიშვილი არ დაემორჩილება სასამართლოს და ეცდება მიმალვას, – ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.
ბრალდების მხარე გუკა რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ასევე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გურამ რჩეულიშვილი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ზემოქმედებას მოახდენს ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვან მოწმეებზე.
“სახეზეა არა დასაბუთებული ვარაუდი, არამედ ფაქტები იმისა, რომ გურამ რჩეულიშვილი არ დაემორჩილება სასამართლოს და ეცდება მიმალვას. ასევე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გურამ რჩეულიშვილი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ზემოქმედებას მოახდენს ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვან მოწმეებზე. მტკიცებულებების განადგურების მცდელობა ექნება და დანაშაულებრივ ქმედებას გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩეს”, – განაცხადა დავით გუმბერიძემ სასამართლო პროცესზე.