საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის ადგილობრივი მცხოვრები, მაია ოთინაშვილი დააკავეს.
ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
დაკავებულის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის წარმომადგენლობა ფლობს და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
კომენტარები