საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში 10 000 სხვადასხვა ჯიშის, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები დღესვე დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
დედაქალაქის გასამწვანებლად შესყიდული ნერგების ნაწილი, დარგვამდე, დროებით შესანახად ვაკის პარკის ტერიტორიაზე განთავსდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.
კომენტარები