ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებული 50 ადამიანის მდგომარეობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს მონახულების შემდეგ განაცხადა, სადაც ამ დრომდე უამრავი დაზარალებული იმყოფება.
საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, სამართალდამცველებმა, ნიცაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლებელი ზომა მიიღეს. ნიცის მერიის ცნობით, ტერაქტის დროს ქალაქის სანაპიროზე 30 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.
კომენტარები