თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, ბმვ-ს მარკის ავტომანქანამ თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსს გადაასწრო და „მერსედესს“ შეეჯახა, რომელიც თავის მხრივ, სხვა ავტომანქანებს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, „მერსედესში” მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ავტომანქანა დაზიანდა.
კომენტარები