ქალაქ თბილისის მერიის, მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“რა ცოტანი ვართ ქართველები და რატომ ვჭამთ მუდმივად ერთმანეთს, რატომ ვართ ჩასაფრებულები, გაბოროტებულები, მუდმივად წარსულზე ორიენტირებულები, რატომ არ ვიყურებით წინ, რატომ არ ვცხოვრობთ აწმყოთი, რატომ არ ვტკბებით იმ პატარ-პატარა სიკეთეებით, რასაც ცხოვრება გვჩუქნის? არადა, თითქოს რა მარტივია, გაუღიმო ადამიანებს, უსურვო სიკეთე, გაიხარო სხვისი წარმატებით, ხელი შეაშველო წაქცეულს, ლუკმა გაუყო მშიერს, გიყვარდეს შენი მეზობელი, ან სულაც უბრალო გავლელი ქუჩაში და ასე გიყვარდეს შენი ქვეყანა”,-წერს თოქმაჯიშვილი.
კომენტარები