საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მორაგბე სოსო მათიაშვილი ფონდი „ქართუს“ მიერ საქართველოს რაგბის კავშირის მფლობელობაში თანამედროვე სტანდარტების 3 ახალი კომპლექსის გადაცემას ეხმიანება.
„საქართველოში ძალიან ბევრი რაგბის ბაზა იხსნება, რაც ძალიან კარგია. იმიტომ რომ, სხვა და სხვა კლუბებს, „დიდი ათის“ კლუბებს ყველას თავისთვის ინდივიდუალური მოედნები აქვთ და რეალურად თანხა აღარ ეხარჯებათ ვარჯიშზე და მომზადებაზე. რაც, კიდევ ერთხელ. ხელს უწყობს რაგბის განვითარებას. და რა თქმა უნდა, ფონდი „ქართუს“ წვლილი ძალიან დიდია ამ ყველაფერში, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ ფონდი „ქართუ“ მთავარი ძალა, რომელიც ამ ინფრასტრუქტურას გვაძლევს ჩვენ“, – განაცხადა სოსო მათიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 3 ახალი სტადიონის რაგბის კავშირისთვის საზეიმო გადაცემა მოხდება 27 ოქტომბერს. ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 18 800 000 ლარზე მეტი შეადგინა.