“ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის და „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
„მთავარი არის ის, რომ ათასობით ადამიანს მოვუსმინეთ და საქართველოს არც ერთი რეგიონი, სოფელი და ქალაქი არ დაგვიტოვებია, რომ ხალხს არ დავლაპარაკებოდით. ჩვენ მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები სურს. მას ქურდული ოცნების ხელისუფლება უკვე ყელში აქვს ამოსული თავისი ტრიუკებით და თავისი საწამებელი კამერებით. ჩვენი და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები შეადარეთ. ეს სამედიცინო დიაგნოზია. მიუხედავად ამისა, მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად მასობრივი მოსყიდვისა, მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ. უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის მოვუგეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.