ცესკოს ბოლო მონაცემებით, საარჩევნო უბნების 58.35% პროცენტის დათვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს 38.8% აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 37.55%.
აღნიშნული უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 340 291 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.8% პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 329 358, რაც 37.55%-ია.
მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 10.42 პროცენტით.
სულ 3705 უბანია და ბოლო მაჩვენებლით, ცესკოს 2154 უბანის მონაცემები აქვს მიღებული.
კომენტარები