თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰანს ჰანსოს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
აღინიშნა, რომ ესტონეთი, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესებს მიესალმება და საქართველოს მიერ აღებულ საგარეო კურსს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს. შეხვედრაზე ჰანს ჰანსონი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხებით დაინტერესდა. ირაკლი სესიაშვილმა ესტონელ კოლეგას საარჩევნო პროცესებზე და ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომია დაესწრო.