დავით ბაქრაძე: ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფგლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცრუ და ყალბია.
„დღეს დილიდან, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით”,- წერს ბაქრაძე.
“ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული”
2018/10/31 21:26:39
კომენტარები
ნანახია: 687 ჯერ