ქუთაისში, არტ კაფე „ბლუზში“ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მარი ბროსეს ქუჩაზე მოხდა.
დაჭრილთა შორის ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელია. მას ჭრილობა ხელის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები