“მეც მგონია, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმალურად იქნება მცდელობა, რომ ქვეყანაში კრიზისი იყოს, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ეკონომიკური მიმართულებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ამასთან, დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძის მსგავსი ხასიათის განცხადება საზოგადოებამ არასწორად აღიქვა და იგი ფოფხაძის მოსაზრებას, ვაშაძის გამარჯვების შემდეგ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ, აბსოლუტურად ეთანხმება.
“გადატრიალებულად არის გაშუქებული გედევან ფოფხაძის ნათქვამი, გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ ვაშაძე და “ნაციონალური მოძრაობა” მზად იქნება იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს, მეც მგონია, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმალურად იქნება მცდელობა, რომ ქვეყანაში კრიზისი იყოს, როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ეკონომიკური მიმართულებით”, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
ამასთან, გია ჟორჟოლიანმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი უკმაყოფილება “ქართული ოცნების” მიმართ გამოხატა და არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
“ვფიქრობ რომ ქართველმა ხალხმა უკმაყოფილობა გამოთქვა “ქართული ოცნების” მიმართ, მძიმე ეკონომიური-სოცილიური პირობების მიმართ და არა კანდიდატის მიმართ. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგი კანდიდატია. მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ტურში საზოგადოების ნაწილი და ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ნაციონლურ მოძრაობას” რომ მან დაიკავოს არა ხელისუფლება, არამედ რაიმე მნიშვნელობანი პოსტი. ქართველი ხალხი, მეორე ტურში გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
“ქართველი ხალხი, მეორე ტურში გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ”
2018/11/01 13:11:36
კომენტარები
ნანახია: 717 ჯერ