ფოტო: Facebook
კომპანია „მაგთიკომის“ ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ლი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც სააკაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟისგან მამუკა ხაზარაძისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ დევიდ ლი Facebook-ზე წერს.
მისი განცხადებით, 2003 წლიდან 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილი “ბიზესისთვის კატასტროფა იყო”, რომელიც ბიზნესს დღეს აღარ სჭირდება. მისი თქმით, სააკაშვილი არც ბიზნესმენია და არც ეკონომისტი, “ერთი “ვარდების კატასტოფა საკმარისი იყო. მეორე არ გვჭირდება”, – ამბობს დევიდ ლი.
“სააკაშვილი არ არის ბიზესნანი. მან არ იცის ბიზნესი ან ეკონომიკა. აზრი რომ სააკაშვილი მიდის უკან უკვე არის პრობლემა ინვესტიციისთვის და საქართველოს ვალუტისთვის. არ არის არაფერი მხარდაჭერი სააკაშვილისთვის ბიზნეს სექტორში. ის იყო კატასტროფა ბიზნესებისთივის 2003 წლიდან 2012 წლამდე და ჩვენ არ გვჭირდება ეს კრიმინალი საქართველოში. მიშას კანდიდატი და რუსთავი 2 ამბობს ცუდად ბიზნეს ზე და მე არ მომწონს მათი ტყუილები. ერთი “ვარდების კატასტოფა” საკმარისი იყო. მეორე არ გვჭირდება”, – წერს კომპანია “მაგთიკომის” ყოფილი დირექტორი Facebook-ზე.
“სააკაშვილი და “ვარდების კატასტროფა” იყო ძალიან ცუდი ბიზნესებისთვის საქართველოში. ბიზნესის სექტორის არ სჭირდება ნაციონალური მოძრაობის ძალადობა ბიზნესის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არ აქვს ეკონომიკის გეგმა და აზრი რომ ალბათ იქნება პრეზიდენტი, უკვე არის სერიოზული პრობლემა უცხოელი ინვესტორებისვის დემოკრატიური ქვეყანებიდან საქართველოში”, – დასძენს დევიდ ლი მოგვიანებით გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატუსში.