„ძალა ერთობიაშიას“ წარმომადგენლები – გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა რურუა საპატრიარქოში იმყოფებიან.
საპატრიარქოში შესვლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი არ გააკეთა. გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ ისინი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდებიან. მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.
კომენტარები